"მეგობარი აქტის" საბოლოოდ დამტკიცებამდე ერთი ნაბიჯი რჩება - "ოცნება" თავს სენატორებს ესხმის
ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტში დამტკიცებული საქართველოს "მეგობარი აქტი" ევროკავშირის ყურადღების ცენტრშია - ეს განცხადება, დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს სპიკერმა ანიტა ჰიპერმა გააკეთა. ბრიუსელის "ქართულ ოცნებას", პრაქტიკულად, მიანიშნებს, რომ საქართველოს თემამ, მოპარული არჩევნების და ნაწამები მომიტინგეების ამბებმა, დემოკრატიული საზოგედოებისთვის აქტუალურობა არ დაუკარგავს.
"ავტოკრატიისკენ სვლას ექნება შტატების მკაფიო რეაქცია" - ეს განცხადება კი სენატრომა კრის კურმა გააკეთა, რომელიც ქართველი ხალხის "მეგობარი აქტის" ერთ-ერთი მხარდაჭერია დემოკრატიული პარტიიდან. ირკვევა, რომ ამერიკელმა კანონდებლებმა აქტის ყველაზე მკაცრი ვერსია დაამტკიცეს და რეჟიმს უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვეს. აქტს, რომელიც ივანშვილის რეჟიმის სანქცირებას ითხოვს, მხარი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყველა წევრმა დაუჭირა - ტრამპის რესპუბლიკელებმაც და დემოკრაატებმაც, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტის საბოლოო დამტკიცებამდე სულ ცოტა დრო რჩებაა.
სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც რიშთან ერთად აქტის ერთ-ერთი თანასპონსორია, ქართველ ხალხს უთხრა, რომ "მეგობარი აქტი" ქართველი ხალხის მხარდაჭერას და საქართველოს დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოქმედებას, მათ ცემას და უკანონო დაკავებას, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, კორუფციას და კონსტიტუციიის დარღვევას, შტატები ვერ შეეგუებაა.
ვრცლდა ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.