გეგმავს თუ არა რეჟიმი გიორგი გახარიას გასამართლებას?
ბიძინა ივანიშვილი ამჯერად გიორგი გახარიას უმიზნებს. ყოფილი პრემიერის გასამართლება ალბათ ერთადერთი მოტივაციაა, რის გამოც "ქართულმა ოცნებამ" საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება გაუფართოვა და ბოლო წლების მოვლენების გამოძიებაც დაუმატა. თეა წულუკიანი ახლა უკვე შეძლებს, დაიბაროს არა მხოლოდ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, არამედ ასევე, 2019 წელს გადამდგარი პრემიერი, რომელსაც კომისია ამ დრომდე ვერ წვდებოდა. უკვე არის მინიშნებები, რომ ეს არ იქნება მხოლოდ დაბარება.
"ქართული ოცნება" 13 წლის შემდეგ აპირებს, გამოიძიოს მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიციის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლის გამოძიებაც არასდროს მომხდარა. ჩნდება კითხვა, თუ არსებობდა დანაშაული, რას აკეთებდნენ საგამოძიებო სტრუქტურები. ამასთან ერთად, "ოცნებაში" ვერ გვეუბნებიან ერთ მაგალითს მაინც, რაზეც გამოძიება არასრულფასოვნად ჩატარდა და ეს ფუნქცია კომისიამ უნდა შეითავსოს.
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საგამოძიებო კომისიის სამიზნე გახდეს ყველა, ვისაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდიდან წასვლა არ აპატია. ანუ ისინი, ვინც 2012 წელს "ოცნების" რიგებში იყვნენ, თუმცა დღეს მის ოპოზიციაში არიან. ის, რომ ოლიგარქს ეს ყველაზე მეტად აბრაზებს, მისივე საჯარო გამოსვლებიდანაც ჩანს. მაგალითად, ივანიშვილი ბრაზს გიორგი გახარიაზე არც საჯაროდ მალავდა.
ვრცლად ნაეხთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.