სენატორები რიში და შაჰინი: “მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა წინ წავწიოთ ეს კანონპროექტი“

28.03.25 19:20
სენატორები რიში და შაჰინი: “მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა წინ წავწიოთ ეს კანონპროექტი“

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელიც კომიტეტის მიერ 27 მარტს რამდენიმე კანონმდებლობის, მათ შორის „MEGOBARI აქტის“, მიღებას უკავშირდება.

„MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა წინ წავწიოთ ეს კანონპროექტი, -   ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში…

როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე [ჯიმ რიში] და მაღალი რანგის წევრი [ჯინ შაჰინი], ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები და სხვა ქმედითი კანონპროექტები,” - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.