წულუკიანი მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა აღიარებას, რომ ცხინვალი საქართველომ დაბომბა - კუპრაძე
"ოცნებამ" სამხედროებისთვის მუნდირის აყრა სცადა, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი წულუკიანის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც კომისიის თავმჯდომარემ გენერალს ტონი დაუწუნა და "დატუქსა".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, წულუკიანი მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა აღიარებას, რომ მძინარე ცხინვალი საქართველომ დაბომბა.
მოღალატე ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, - ამბობს კუპრაძე.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ სამხედროებისთვის სცადა, აეყარა ღირსება, შეებღალა მუნდირი და დამამცირებელი მოპყრობა სამხედრო პირების მიმართ, გენერლების მიმართ. მარტივი მოცემულობაა, რომ თეა წულუკიანი დღეს მთელი დღის განმავლობაში სოზარ სუბართან ერთად ითხოვდა იმის აღიარებას, რომ თურმე საქართველომ დაბომბდა „მძინარე ცხინვალში“. ეს არის მოღალატე ხელისუფლება. ეს არის რუსეთის დავალება, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე. არცხვენს ქართულ სახელმწიფოს, ლახავს ეროვნულ ღირსებას, აზიანებს ქართული ჯარის რეპუტაციას, რაზეც აუცილებლად პასუხი უნდა აგოს არა მარტო წულუკიანმა, არამედ ივანიშვილმა და მთელმა მისმა ბანდამ, - ამბობს კუპრაძე.