ხალხმა სწორად დაინახა, რომ ივანიშვილის არარაობა კობახიძე გვაგუებს სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას-ბოკერია
"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ხალხმა, რომელიც ახლა ქუჩაშია, ზუსტად დაინახა “ ივანიშვილის ამ პოლიტიკური არარაობის კობახიძის განცხადებაში, პირდაპირი მითითებაა, რომ გვაგუებს სახელმწიფობრიობაზე უარის თქმასთან.“
ბოკერია ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, 31 მარტს საპროტესტო აქციაზე ელოდება და აცხადებს, რომ ამით “რეჟიმმა უნდა დაინახოს, რომ პროტესტი არ მარცხდება.“
ის ხალხი, ვინც ახლა აქ დგას და რამდენიმე თვეა, პროტესტს გამოხატავს, იმიტომ გამოვიდა ქუჩაში, რომ სწორად დაინახეს ივანიშვილის ამ პოლიტიკური არარაობის, კობახიძის განცხადებაში, პირდაპირი მითითებაა, რომ გვაგუებს სახელმწიფობრიობაზე უარის თქმასთან. სწორედ ამაზე გამოვიდა ეს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიების მოწოდებაზე, თუნდაც უსამართლო და არათავისუფალ არჩევნებზე. 31 მარტი სწორედ ამ ძალის დემონსტრირების დღე უნდა იყოს და ამიტომ ველი ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, თუ პარტიების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა. ამ რეჟიმმა უნდა იგრძნოს, რომ პროტესტი კი არ მთავრდება, ისევ ძალიან მრავალრიცხოვანია და ამ წნეხის ქვეშ უნდა ვამყოფოთ, რომელშიც არიან კიდევაც, - განაცხადა ბოკერიამ.