ამათგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს- ზვიად ძიძიგური პოლიტიკური ლიდერების დაკავებას არ გამორიცხავს
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ზვიად ძიძიგური პოლიტიკური ლიდერების დაკავებას არ გამორიცხავს.
ჟურნალისტის კითხვაზე- სხვადასხვა მიზეზების საფუძველზე, ელოდება თუ არა, რომ ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ძიძიგური შემდეგნაირად პასუხობს:
“რატომაც, არა, ავტორიტარიზმი ყალიბდება ჩვენ თვალწინ“.
მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც მიაჩნია, რომ პოლიკისოების ციხეში ჯდომა ცუდი საქმეა, არ არის ცუდი საქმე, გააჩნია, როგორ გამოიყენებ ამას თორე, ციხეში ჯდომა, როცა ავტორიტარიზმია და ებრძვი მას, რა პრობლემაა. ბრძოლა ასეთია. სხვათაშორის ზის 50-ზე მეტი ახალგაზრდა და რის გამო? იმიტომ რომ ევროკავშირის წევრობა გიწერია კონსტიტუციაში, ხელისფლებამ ამას გადაუხვია, ამ ახალგაზრდებმა დაიწყეს ამის დაცვა და ამის გამო სხედან. თუ პოლიტიკოსიც იქნება დაწერილი, ვფიქრობ ამაშიც ლოგიკა არის. ამათგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს,- განაცხადა ძიძიგურმა.