“ქართული მიწა რომ არ ეღირესება ივანიშვილს, მოუწევს გაიგოს, რომ ანწუხელიძე არის მარადიული და უკვდავი“- გრიგოლ გეგელია
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რუსი, ვერ იტანს იმის წარმოდგენას, როგორ გვიყვარს თავისუფლება, როგორ ცოცხლობს ჩვენში თავისუფლება, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ გადაცემა „პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული მიწა რომ არ ეღირესება ამ მანქურთ ივანიშვილს, მას მოუწევს გაიგოს, რომ ანწუხელიძე მარადიულად ემახსოვრება ქართველ ხალხს“
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რუსი, ვერ იტანს იმის წარმოდგენას, როგორ გვიყვარს თავისუფლება, როგორ ცოცხლობს ჩვენში თავისუფლება, ყველაფრის მიუხედავად, არც 5 ათას ლარიანი ჯარიმები მუშაობს. ადამიანებს, გაჭირვებულ ხალხს, 5 თვის ხელფასს რომ წაართმევ იმის გამო, რომ აქციაზე მშვიდობიანად დგანან, ეს ხომ დარღვევაა. კი ბატონო ბიძინა, შეიგნე, რომ ანწუხელიძე არის უკვდავი და მარადიული და თვითონ ქართული მიწა რომ არ ეღირესება ამ მანქურთ ივანიშვილს, მას მოუწევს გაიგოს, რომ ანწუხელიძე მარადიულად ემახსოვრება ქართველ ხალხს, -განაცხადა გეგელიამ.