ელენე ხოშტარია იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა - ცნობილია, რას ედავებიან ოპოზიციონერს

29.03.25 13:04
ელენე ხოშტარია იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა - ცნობილია, რას ედავებიან ოპოზიციონერს

დაკავებული ელენე ხოშტარია წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა - უფლებადამცველის თქმით, კაოლიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

როდის გაიმართება სასამრთლო ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია. 

ელენე ხოშტარია თავს მხნედ გრძნობს და მიიჩნევს, რომ კანონდარღვევა არ ჩაუდენია - ამბობს უფლებადამცველი

სასამართლოს შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადაიყვანონ, ან 48 საათი დააყოვნონ და შემდგომ გაიმართოს სასამართლო სხდომა. ამ ეტაპზე ვიცით, რომ ის 166-ეს პირველი ე.წ. პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაა. თვითონ თავს, რა თქმა უნდა, არ ფიქრობს და არ გრძნობს, რომ რაიმე სამართალ დარღვევა ჩაიდინა და მხნედ არის, დანარჩენი უკვე სასამართლოზე გაირკვევ არას ედავება სახელმწიფო. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია გვაქვს ", - ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულთ შორის არის  კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია.