ეს არის რუსული ხელწერა, რეპრესიებს ავითარებენ - შუშანა მაცაბერიძე დაკავებებზე
"რუსული ხელწერაა, რეპრესიებს ავითარებენ ისე როგორც რუსეთში ხდება, როგორც ამას წერს პუტინი და ამას ივანიშვილის ხელით აკეთებენ ", - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ- ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას და აქტივისტების დაკავების ფაქტს.
აქტივისტი ამბობს, რომ პროევროპულად განწყობილ მოსახლეობას მსგავსი რეპრესიული ქმედებებით ვერ დააშინებენ და ვერ გააჩერებენ.
ეს არის რუსული ხელწერა, რეპრესიებს ავითარებენ ისე როგორც ეს ხდება რუსეთში, როგორც ამას წერს პუტინი და ეს უბრალოდ გადმოთარგმნეს ქართულად და აკეთებენ ამას ივანიშვილის ხელით. ამ ადამიანებს არ ესმით უკვე 100 დღეზე მეტია, რომ ადამიანები, რომლებიც დგანან ქუჩაში და აერთიანებთ იდეა ვერაფერი ვერ გააჩერებთ. ვერც ფინანსური წნეხი, ვერც დაკავება, ვერც სახლში მისვლა, ვერ ადევნება", - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
შეგახსენებთ, გუშინ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულთ შორის არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია. ხოშტარიას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.