"ელენე ხოშტარიას და სხვა ყველა პირის დაკავება პოლიტიკურ ტერორს ემსახურება" - ლევან სამუშია
"ელენე ხოშტარიას და სხვა ყველა პირის დაკავება ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ტერორს ემსახურება", - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრი ლევან სამუშია გუშინ ღამით პარლამენტთან მიმდინარე დაკავებებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რეპრესიული კანონებით ივანიშვილის გუნდი პროევროპულად განწყობილი მოქალაქეების დევნას ახორციელებს.
ელენე ხოშტარიას და სხვა ყველა პირის დაკავება ემსახურება ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ტერორს. პოლიტიკურ ზეწოლას, დევნას საქართველოს მოქალაქეების. ადმინისტრაციული წესით დაკავება კი არა ჩვენ ვხედავთ, რამდენი ადამიანი არის კიდევ დაკავებული სისხლის სამართლის საქმით პოლიტიკური ტყვეები. ყველას მიმართ მიმდინარეობს დევნა შეუჩერებლად. სამწუხაროა, რომ ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სამწუხაროა, რომ ესეც არ გვიკვირს ისეთ სიტუაციაა ქვეყანაში", - ამბობს ლევან სამუშია.
შეგახსენებთ, გუშინ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულთ შორის არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია. ხოშტარიას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ასევე ნახეთ: