დაკავებული ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი და დამამცირებელი ქმედებები, ეს ცალკე გამოძიების საგანია - გალდავა

29.03.25 17:28
დაკავებული ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი და დამამცირებელი ქმედებები, ეს ცალკე გამოძიების საგანია - გალდავა

დაკავებული ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი და დამამცირებელი ქმედებები, ეს ცალკე გამოძიების საგანია - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ელენე ხოშტარიას დაკავების საფუძველი არ არსებობდა, რადგან ის უბრალოდ ზებრაზე იდგა, ხოლო მისივე თქმით ელენეს მიმართ განხორციელებული დამამცირებელი ქმედებები გამოძიების საგანია.

ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს არიას ნამდვილად სამაგალითო დასჯის მცდელობა, რისი დემონსტრირებაც სურდათ. მე ვნახე, რომ ელენე იდგა ზებრაზე და დაკავების საფუძველიც არის აბსოლუტურად უკანონო და ის მომენტი, რომ უკვე დაკავებული ელენეს მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი და დამამცირებელი ქმედებები ეს არის ცალკე გამოძიების საგანი. საჭიროა, ცალკე გამოძიების დაწყება, ამით ვერ გაგვტეხენ, ვერ შეგვაშინებ", - ამბობს ლანა გალდავა.

ელენე ხოშტარიას წერილი იზოლატორიდან - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გუშინ პარლამენტთან დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს.

ოპოზიციონერი წერს, რომ მას დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანება პოლიციელებმა - ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა მიაყენეს.

როგორც ხოშტარია ამბობს, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღმსი იზოლატორში, როდესაც მისი თქმით,  ძალით, უკან შუკრეს ხელები.

ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს - წერს ელენე ხოშტარია წერილში.