"ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა ელენე ხოშტარიას მიმართ" - იან კელი

29.03.25 17:29
"ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა ელენე ხოშტარიას მიმართ" - იან კელი

აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზროვნე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში პლატფორმა X- ზე დაწერა.

"ქართულო ოცნებავ",  ჩვენ გხედავთ თქვენ, გაათავისუფლეთ ის ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ შედეგებს"- წერს იან კელი.

აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზროვნე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ. შეიძლება ჩანს, რომ თქვენ მიმართ ყურადღება მოდუნდა, მაგრამ, "ქართულო ოცნებავ",  ჩვენ გხედავთ თქვენ. გაათავისუფლეთ ის ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ შედეგებს", - წერს იან კელი.

ელენე ხოშტარიას წერილი იზოლატორიდან - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გუშინ პარლამენტთან დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს.

ოპოზიციონერი წერს, რომ მას დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანება პოლიციელებმა - ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა მიაყენეს.

როგორც ხოშტარია ამბობს, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღმსი იზოლატორში, როდესაც მისი თქმით,  ძალით, უკან შუკრეს ხელები.

ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს - წერს ელენე ხოშტარია წერილში.