აუსტრევიჩუსი: პოლიციამ დაამცირა ელენე ხოშტარია, საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის
"რუსული მეთოდებით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დაამცირა ელენე ხოშტარია. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა პლატფორმა X- ზე დაწერა.
რუსული მეთოდებით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ოპოზიციური პარტიის "დროა" თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის", -წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.
ელენე ხოშტარიას წერილი იზოლატორიდან - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გუშინ პარლამენტთან დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს.
ოპოზიციონერი წერს, რომ მას დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანება პოლიციელებმა - ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა მიაყენეს.
როგორც ხოშტარია ამბობს, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღმსი იზოლატორში, როდესაც მისი თქმით, ძალით, უკან შუკრეს ხელები.
ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს - წერს ელენე ხოშტარია წერილში.