ჩემი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმარს! - ყველა დაისჯება, ვინც კანონს არღვევს - მამუკა ხაზარაძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას დაკავებას და მასზე განხორციელებულ ზეწოლას ეხმაურება.
"ჩემი მხარდაჭერა ელენე, შენ და ყველა პოლიტპატიმარს! ყველა დაისჯება, ვინც კანონს არღვევს!" - წერს მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას ფეისბუქ გვერდზე, პოლიტიკოსის მიერ დიღმის იზოლატორიდან გამოქვეყნებული წერილის ქვეშ.