ALDE: ვგმობთ ხოშტარიას მიმართ საზარელ მოპყრობას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ!

29.03.25 18:51
ALDE: ვგმობთ ხოშტარიას მიმართ საზარელ მოპყრობას  და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ!

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE Party)  პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას გმობს.

ორგანიზაცია დატყვევებული პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

"ჩვენ ვგმობთ პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და სასტიკ მოპყრობას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ეს არის კიდევ ერთი აღმაშფოთებელი შემთხვევა, რომელიც ასახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამოკიდებულებას უკანონოდ დაპატიმრებულების მიმართ. ჩვენი წევრები გააგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.