მოსამართლე დამალული სკანდალური წარსულით - ჟურნალისტური გამოძიება

29.03.25 20:41
მოსამართლე დამალული სკანდალური წარსულით - ჟურნალისტური გამოძიება

სინდისის პატიმრების მოსამართლის,  ირაკლი შვანგირაძის  სკანდალური წარსული - ინფორმირებული ადამიანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს 2019 წელს ვანში მომხდარი ფაქტის შესახებ აწვდის ინფორმაციას - მაშინ შვანგირაძე სამტრედიის რაიონის პროკურორი იყო. 

"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 11 იანვარს  პროკურორი შვანგირაძე საახალწლო სუფრაზე ვანის ცენტრში მდებარე რესტორანს ეწვია. "მასპინძელოში" ქეიფობდა, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე, კობა დვალიშვილიც. 

წყარო ამბობს, რომ რესტორან "მასპინძელში" ძალოვნებს შორის ქუჩური წესით საქმის გარჩევა მოხდა და ერთმანეთი სცემეს. საბოლოოდ, პროკურატურის თანამშრომლებს პოლიციელებმა უჩივლეს.  მაშინ ამბავი იმდენად რეზონანსული იყო, რომ ორივე უწყებამ ჩხუბში მონაწილე მათი თანამშრომლები სამსახურიდანაც კი დაითხოვა.

დგინდება, რომ 2019 წლის 11 იანვარს "მასპინძელში" გამართულ წვეულებას ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები, კობა დვალიშვილი იგივე "ბონდოევიჩი", სერგო ადეიშვილი, სამტრედიის მაშინდელი  პროკურორები გრიგოლ კეზევაძე და ირაკლი შვანგირაძე ესწრებოდნენ. 

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, დაპირისპირება სამტრედიელ პროკურორებსა და ვანის კრიმპოლის შეფს შორის სუფრის დასრულების შემდეგ დაიწყო, ჩხუბი კი რესტორნის გარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ასევე დგინდება, რომ  გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი მხოლოდ მეორე დილით, 12 იანვარს დაათვალიერეს. 112-ში კრიმპოლის შეფმა კობა დვალიშვილმა დარეკა. რესტორნის თანამშრომლების თქმით ბოთლი კრიმპოლის შეფის მიმართულებით პროკურორებმა ისროლეს. 

ირაკლი შვანგირაძე ბიოგრაფიული მოცემებში უთითებს რომ პროკურორის პოსტი 2019 წელს დატოვა და საქმიანობა საადვოკატო ფირმა ვეტოში გააგრძელა. 

"შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ  კრიმინალური გარჩევა პროკურორებს და მოსამართლეებს შორის ერთ ერთ სისხლის სამართლის სამქზე მოხდა. 

თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი