პირველი ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან 24 საათიანი პატიმრობის შემდეგ

29.03.25 20:19
პირველი ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან 24 საათიანი პატიმრობის შემდეგ

ელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს - პოლიტიკოსმა პირველი ინტერვიუ "შაბათის ეთერს" მისცა და დეტალურად ისაუბრა იმ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე, რომელსაც პოლიციის განყოფილებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორის შესახლებისას მასზე განხორციელდა. 

მისი თქმით, ახლა მთავარია, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებმა ღიად ისაუბრონ. 

კახეთის გზატკეცილზე, განყოფილებაში პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ - ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას, სახეზე შემეხნენ. შემდეგ კი აქ,  დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩაატარეს სამარცხვინო და დამამცირებელი  პროცედურა. გამაკავეს, ორივე ხელი უკან შემიკრეს, ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა.

იქ იყო ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი , რომელმაც მითხრა, რომ უნდა გაგჩხრიკოთ. ვუთხარი, რომ ჯიბეები შეგიძლიათ ნახოთ, მე თქვენთან არ ვთანამშრომლობ, ამის შემდეგ, გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან და "ვეიპი" მქონდა და ამის ამოგლეჯისას კბილები, სახეზე, იყო პირდაპირი ძალადობა, იყო ცინიკური დამოკიდებულება

მე არაფერი არ დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი და ეს იციან მათაც, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ თანამოქალაქეები მსგავსი პოლიციელებისგან, ამიტომ ვსაუბრობ სახელით და გვარებით და სხვებმაც უნდა გვითხრან" - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მაღალი წნევა და ღებინების ეპიზოდი აღენიშნებოდა, თუმცა ის არ გაუშვეს საპირფარეშოში. 

ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ძალადობის ეპიზოდი, როდესაც 2 პოლიციელი მაკავებდა, ნინო ჩხარტიშვილი, მეორე პოლიციელი და მესამე მხდიდა, მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან" - დასძენს პოლიტიკოსი. 

რაც შეეხება შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაცის, ელენე ხოშტარიასთვის გომელაურის უწყების  განცხადება „სასაცილოა“.

როცა ჩემგან ინფორმაცია გავრცელდა, მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ რაღაც უნდა ეთქვათ. მე, ზოგადად, ბევრი წამალი მაქვს გამოწერილი, რომელიც აუცილებელია ჩემთვის, თან მქონდა წამლები, ერთ-ერთი ტაბლეტი, არ ვიცი, ზუსტად რომელია, ალბათ, იქ ეგდო. ჩემთვის არ არის საინტერესო, არც ის, რას იტყვიან, ამიტომ დღეს სასამართლოშიც არ წავედი, ხაზგასმით უარი ვთქვი სასამართლოში წასვლაზე, არ ვეთანამშრომლები ამ სისტემას, არც მათი ექსპერტიზა არ მაინტერესებს, არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება, ეს არის წამლები, რომელიც გამოწერილი მაქვს“, - თქვა ხოშტარიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მის სამაგალითო დასჯას შურისძიებას უკავშირებს: 

ერთი არის შურისძიება, ნერვები ეშლებათ პროტესტზე, იმაზე, რომ ხალხი არ ჩერდება. მეორე, ეს არის ზოგადად გზავნილი, სისტემა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, ძალადობის ინსტრუმენტებს იყენებს, სხვები რომ დააშინოს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საჯაროდ ვილაპარაკო, ჩვენს პარტნიორებს ვესაუბროთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, მოძალადე პოლიციელები აუცილებლად დაისჯებიან: 

„პირადი შურისძიება არც მაქვს, მაგრამ ეს მოვლენა, ეს სისტემა - ყველა ვინც, ჩვენი მოქალაქეების მიმართ დამწყვდეულზე ოთახში ძალით ჯაბნის, შეურაცხყოფს, ბრაზდება, რადგან ქუჩაში ვერ ერევა - ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა ხოშტარიამ „ტვ პირველთან“ დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ.