სინდისის პატიმარს საქმეში ქვა ჩაუდეს

29.03.25 20:56
სინდისის პატიმარს საქმეში ქვა ჩაუდეს

როგორ გააყალბეს სინდისის პატიმრის საქმე - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური დოკუმენტებით დგინდება, რომ 35 წლის ისტორიკოსის, გური მირცხულავას საქმეში ნივთმტკიცებად ქვა ჩაუდეს. დანაშაულის იარაღად ბრალდების მხარემ ქვაფენილის ნატეხი წარმოაჩინა, რომელთანაც ადვოკატების თქმით, სინდისის პატიმარს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. 

პროევროპული აქციების მონაწილე მესამე თვეა, ციხეშია - ედავებიან ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ადამიანებთან ერთად, ვისაც  ახალგაზრდას უფლებადამცველების განცხადებით, დაკავებამდე არასდროს შეხვედრია.

პატიმრობაში ყოფნის პირველივე დღეებში გურიმ ავადმყოფი მამა დაკარგა, რომელსაც დაკავებამდე თავად უვლიდა. პატიმარმა  პენიტენციური სისტემის პროცედურების და ბიუროკრატიის გამო მამა უკანასკნელ გზაზეც კი ვერ გააცილა.

პოლიციის სამიზნე  35 წლის ისტორიკოსი 7 დეკემბერს საღამოს გახდა, როდესაც სახლიდან, აქციაზე მიდიოდა, მოულოდნელად ჩასაფრება მოუწყვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასობაში აღმოჩნდა. რეჟიმის მსხვერპლმა კრიმინალური პოლიციის შენობაში გაიგო, რომ მას  ორგანიზებულ  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ და 6 წლით ციხე ემუქრებოდა.

სანქცირებული პროკურორი ვაჟა თოდუა გური მირცხულავას  გასამართლებას მხოლოდ ერთი 13 წამიანი ვიდეოს საფუძველზე ითხოვს. 

  • 13 წამიანი  ვიდეო,  რომლის საფუძველზეც 35 წლის ისტორიკოსს რეჟიმი ციხეში 6 წლით უშვებს, სამ ეპიზოდიანია. პირველ კადრში ქვაფენილი და ქვა ჩანს, მეორე კადრში  გური მირცხულვა ჩნდება, რომელიც ევროკავშირის  დროშით აქციაზე  დგას. მესამე ეპიზოდში კი დაკავებული ისტორიკოსი გაურკვეველ ნივთს გაურკვეველი მიმართულებით ისვრის თუმცა, ვის ხვდება ეს ნივთი, რა არის ან დაშავდა თუ არა ვინმე ამის გამო, ამის არაც ერთი ვიდეო მტკიცებულება საქმეში არ დევს. 

სამ თვიანნი გამოძიების შემდეგ   უწყებას არ დაუდგენია არც იმ  სამართალდამცავის ან მოქალაქის ვინაობა, ვინც გური მირცხულავას ქმედების შედეგად დაშავდა  ან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო - ანუ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, ვინც ისტორიკოსს ხელს დაადებს.

მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი