2 დაღუპული და 30 დაშავებული - ოკუპანტებმა ხარკოვი შაჰიდებით დაბომბეს
ოკუპანტებმა ხარკოვი შაჰიდებით დაბომბეს. იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 30 დაშავდა. ინფორმაციას ოლქის პროკურატურის წარმომადგენელი ავრცელებს.
აფეთქებების შედეგად 12 მრავალსართულიანი და 24 კერძოს სახლი დაზიანდა. დამწვრაია ავტომობილებიც, - განაცხადა დმიტრი ჩუბენკომ.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხევის ინფორმაციით, მტრის დრონები ასევე სავაჭრო ცენტრს, მრავალსართულიან კორპუსებს, სამედიცინო დაწესებულებას და საოფისე შენობას მოხვდა.