წამება და არაადამიანური მოპყრობა ელენე ხოშტარიას მიმართ - კაციტაძის უწყება დუმს

30.03.25 11:23
წამება და არაადამიანური მოპყრობა ელენე ხოშტარიას მიმართ - კაციტაძის უწყება დუმს

არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში მხილებული პოლიციელები ისევ თანამდებებობებზე რჩებიან. უკვე 24 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ელენე ხოშტარიამ პირდაპირ დაასახელა ვინ ძალადობდა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ამის მიუხედავად, პოლიტიკოსის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ნინო ჩხარტიშვილის და დავით ბოლოთაშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ დაუწყია. 

ელენე ხოშტარიას ადვოკატი ამბობს, რომ იქამდე იბრძოლობენ, ვიდრე მოძალადე პოლიციელები პასუხისგებაში არ მიეცემიან.

ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი არის ის ორი პოლიციელი, რომელიც მონაწილეობდა შსს-ს ე.წ.შუშებიან შენობაში მომხდარ ინციდენტში, ფიზიკურ დაზიანებებში ყბის და კბილების ანუ სახის მიდამოში, ხოლო ნინო ჩხარტიშვილი ასევე მონაწილეობას იღებდა დროებითი მოთავსების იზოლატორში სრულ გაშიშვლებაში ელენე ხოშტარიასი და მასთან ერთად იყო კიდევ ორი ქალი პოლიციელი. ნინო და კიდევ ერთი პირი დამატებით გადმოიყვანეს ანუ ისინი შენობაში გადმოიყვანეს იმისთვის, რომ იძულებით ჩაეტარებინათ პირდაი დათვალიერება. პირადი დათვალიერება არ იყო სინამდვილეში, სრული გაშიშვლება, - ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

"პირველები" პასუხების მიღებას ნინო ჩხარტიშვილისგან და დავით ბოლოთაშვილისგან შეეცადა, თუმცა საპატრულო პოლილიციის თანამშრომლები განყოფილებაში ჯერ არ გამოჩენილან.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია პოლიციელებს მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ქალი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ე.წ. სამარტალდაცველებმა მას დაზიანებები სახის არეშ მიაყენეს, შემდეგ კი სრულად გააშიშვლეს. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. 

გარდა ამისა, ხოშტარია ამბობს, რომ დიღმის იზოლატორში ყოფნისას მას მაღალი წენვა ჰქონდა და მედიკამენტებს საჭიროებდა, თუმცა მას წამლები არ მიაწოდეს.