31 მარტი, 20:00 საათი - მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე 24 საათი რჩება
მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყებამდე 24 საათი რჩება. ხვალ, 31 მარტს საღამოს 20:00 საათზე ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანი "ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაერთიანებდა. რუსთაველის გამზირზე, შეკრებილებს, ვინც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით უკვე თვეებია ქუჩაში დგას, სიტყვით მიმართავს ქვეყნის ბოლო არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ხვალ პარლამენტის წინ დასრულდება ყველაზე ხანხრძლივი, სამ დღიანი მარში, რომელიც დმანისიდან უკვე გზაშია.
სპროტესტო აქციის თარიღი სიმბოლურია, 31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.
ასე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა მივუშვათ ეს მთავრობა იმისთვის, რომ თქვან, რომ ხალხი დაიღალა, რისი იმედიც მათ ჰქონდათ. არა, ხალხი არ დაიღალა, პირიქით, ჩვენ გამოვფხიზლდით, ბატონებო, ჩვენ ვაღთ ერთად და ჩვენ ვიგრძენით ერთობის ძალა.
სხვა აქციებიც იქნება. მაგალითად, მე მინდა, შემოვიდე წინადადებით, რომ დაჯარიმებულების აქცია ჩავატაროთ და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ყველა ოჯახს, ვისაც შეეხო ეს და მარავალათასიანი აქცია იქნება, - ამბოლბს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.
აღსანიშნავია, რომ ხვალინდელი აქციის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება სინდისის პატიმრების გათავისუფლება იქნება. მეორე მთავარი მოთხოვნა იქნება ახალი არჩევნებიც.
31 მარტს აქციები რეგიონებშიც გაიმართება.