ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი წულუკიანის კომისიას ეხმიანება და ქართველების დასჯას ითხოვს

30.03.25 14:03
ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი წულუკიანის კომისიას ეხმიანება და ქართველების დასჯას ითხოვს

ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი საქართველოს გენოციდის მოწყობაში და ადანაშაულებს და ქართველების დასჯას ითხოვს. სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული  საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნების" შექმნიილი კომისია  2008 წლის ომზე ობიექტურ დასკვნას დადებს.

საქართველოში, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად მუშაობა დაიწყო დროებითმა საპარლამენტო კომისიამ.

ეჭვგარეშეა, რომ პირები, რომლებიც დამნაშავეები არიან სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის, მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმისა და ოსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ,- აცხადებს ე.წ. საგარეო უწყება.