წამების ფორმაა გაშიშვლება, ამას იყენებენ რუსეთში და ბელარუსში - ხოშტარია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია პოლიციის განყოფილებაში და დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლარში მომხდარ ძალადობას დეტალურად იხსენებს. ამბობს, რომ მასზე ძალადობის ორივე ეპიზოდში პოლიციელი ნინო ჩხარტიშვილი მონაწილეობდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ გაშიშვლება და ამგვარი ზეწოლა დაკავებულებზე რუსეთსა და ბელორუსში აპრობირებული მეთოდია.
სისტემა სიტემურად ლახავს ადამიანის ღირსებას. წამების ფორმაა გაშიშვლება. ამას იყენებენ რუსეთში, ბელარუსში, ავტორიტარულ რეჟიმებში, ადრე ბულაგებში იყენებდნენ და კონცლაგერებში. ეს არის ძალადობის ფორმა.
ნინო ჩხარტიშვილი არის ორივე ეპიზოდში მონაწილე. პირველ ეპიზოდში ეგ იყო ინიციატორი, მათ შორის, კბილებზე, ყბაზე დაზიანების. მეორე კაცი იყო კიდევ, დავითი, რომელიც უშუალოდ სახეზე მიჭირდა და მერე ეს ნინო ჩხარტიშვილი იყო გაშიშვლების ეპიზოდშიც ერთ-ერთი მთავარი.
დამოკიდებულება ჰქონდათ აბსოლუტურად ცინიკური, აგრესიული. რავიცი, გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ. მეც, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი. მარტივი არ იყო ჩემი დამორჩილება ამ პროცესში. ~ადგილზე წნევის დამწევს მაძლევდა ექიმი, მაგრამ ის წამლები, რაც მე მჭირდება სამკურნალოდ, რეგულარულად, იმის შემოტანის უფლება არ მომცეს, - ამბობს ხოშტარია.