მოღალატე "ოცნება" ცდილობს, ქვეყნის ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს - მამუკა მამულაშვილი
უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილის აგვისტოს ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის გამოძიებას ქვეყნის ღალატად აფასებს.
ქართველი მებრძოლი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, რაც ყელა ქართველისთვის დაუშვებელი უნდა იყოს.
იმ პირობებში, როდესაც პუტინმა თვითონ აღიარა, რომ თავდასხმას საქართველოზე ამზადებდა არაერთი თვე და კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო საქათველოს წინააღმდეგ, ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, საქართველოს ინტერესები დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს მიუღებელია ყველა მებრძოლისთვის და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს მიუღებელი. ჩემი აზრით, ეს არის ქვეყნის ღალატი, რა თქმა უნდა, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.