რუსული კომისია ცდილობს, მოამზადოს საფუძველი, სადაც საქართველოს სახელმწიფოს ბრალეულობა დადგინდება - სამადაშვილი

30.03.25 17:46
რუსული კომისია ცდილობს, მოამზადოს საფუძველი, სადაც საქართველოს სახელმწიფოს ბრალეულობა დადგინდება - სამადაშვილი

რუსეთის დავალებით რუსული კომისია ამზადებს ნიადაგს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება მოხდეს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს. მისი ტქმით, წულუკიანის კომისია ცდილობს მოამზადოს საფუძველი, რომ აგვისტოს ომში დამნაშავედ ქართული მხარე გამოაცხადოს. 

რუსეთის დავალებით ეს რუსული კომისია ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს, რეალურად, ჩვენი ოკუპორებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარება დე ფაქტო რუსული რეჟიმის მიერ, რომელსაც დღეს ივანიშვილი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის სჭირდება ამ კომისიას, მოამზადოს საფუძველი, სადაც დადგინდება საქართველოს სახელმწიფოს ბრალეულობა. ვნახეთ, რომ მყისიერი მოთხოვნა გააჟღერა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა, რომ  ახლა უკვე დროა, დასაჯოთ შესაბამისად, დამნაშავეები, რაც ნიშნავს იმას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა ქართულმა სახელმწიფომ, - ამბობს სამადაშვილი.

თეა წულუკიანის კომისიამ აგვისტოს ომის შესწავლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული და ჰააგის სასამართლოების მიერ ეს საქმეები უკვე წლების გამოძიებულია და ვერდიქტებიც ცნობილია, წულუკიანის კომისია კითხვების დასმას თავიდან იწყებს.