"ოცნება" საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერას ცდილობს - ბოკუჩავა
"ოცნება" საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერას ცდილობს, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა წულუკიანის კომისიის მიერ აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებას.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მიუხედავად სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებისა, ივანიშვილის ხელისუფლებას ომის საქართველოზე დაბრალება სურს.
საოკუპაციო რეჟიმის წევრები, ისევე, როგორც კრემლის ბინადარნი და მათი პროპაგანდისტები, მიესალმებიან ერთ ხმაში წულუკიანთან, ივანიშვილთან და რუსული ოცნების სხვა წევრებთან ერთად იმ კომისიას, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერას და ომის საქართველოზე დაბრალებას მაშინ, როდესაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს ჰააგის სისხლის სამართლის სასამღტლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში შემოიჭრა რუსეთი, რუსეთი დამნაშავეა, რუსეთი ოკუპანტია, სადაც დამტკიცდა საქართველოს , ქართული სარდლობის, ქართული ჯარის და ჩვენი სახელმწიფოს სიმართლე, - ამბობს ბოკუჩავა.
თეა წულუკიანის კომისიამ აგვისტოს ომის შესწავლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული და ჰააგის სასამართლოების მიერ ეს საქმეები უკვე წლების გამოძიებულია და ვერდიქტებიც ცნობილია, წულუკიანის კომისია კითხვების დასმას თავიდან იწყებს.