რუსეთი მტერია, ომი პუტინმა დაიწყო - ომში დაღუპული გმირების ოჯახების პასუხი ოლიგარქის კომისიას

30.03.25 20:12
რუსეთი მტერია, ომი პუტინმა დაიწყო - ომში დაღუპული გმირების ოჯახების პასუხი ოლიგარქის კომისიას

ისტორიის გადაწერის მცდელობა - ოლიგარქის პარტია 2008 წლის ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს. ოპოზიციის და აგვისტოს ომის გმირების აზრით, სწორედ ამას ემსახურება 2008 წლის ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის გამოძიებაც.

აგვისტოს ომის მონაწილე გმირები პირდაპირ ამბობენ, რომ რეჟიმი მათ შეურაცხყოფას აყენებს და რუსეთის დავალებას ასრულებს. 

ომში დაღუპული გმირების შვილები და მეუღლეები კი დღეს "ქართულ ოცნებას" ერთმანეთის მიყოლებით საჯარო წერილებით უხსნიდნენ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

მიზანი ოპოზიციისთვისაც თვალსაჩინოა: რუსეთს ჰააგის სასამართლოს განაჩენის გადახედვა უნდა და ამას ივანიშვილის მარიონეტების დახმარებით აგვარებს.

წულუკიანის ისტორის გაკვეთილების შემდეგ ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი ადანაშაულებს საქართველოს გენოციდის მოწყობაში და  ქართველების დასჯას ითხოვს. სამხერეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო სიხარულს ვერ მალავს იმ პროცესით, რომელიც პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.