"ოცნება" მოღალატეობრივ პოლიტიკას აწარმოებს - სამხედრო ექსპერტი
ემოციურად რთულია უსმინო, რა შედეგები მოაქვს "ქართული ოცნების" მოღალატეობრივ პოლიტიკას, - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი აგვისტოს ომთან დაკავშრებით წულუკიანის კომისიის გამოძიებას. გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ რუსეთი ქართველ ჯარისკაცებს და ახალგაზრდებს "მტრად" აღიქვამს და სძულს, ამას კი ხელს სწორედ ივანიშვილის რეჟიმი უწყობს.
რა თქმა უნდა, ემოციურად ძალიან ძნელია, უსმინო ამ ყველაფერს თუ რა შედეგები მოაქვს „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკას. რუსეთი გამწარებულია საქართველოს სამხედროებზე, იმიტომ, რომ მისთვის ქართველი ახალგაზრდობა, რომელიც დასავლეთში იღებს განათლებას, რომელიც დასავლურ ღირებულებებზეა ორიენტირებული, ეს არის მტრული მასა და ქართველი სამხედროები, რომელთა 80% დასავლეთის ქვეყნების არმიებთან, ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა მისიებშია ნამყოფი, ეს პირდაპირ მტრული ძალაა, რომელიც რუსეთს სძულს. სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთისთვის კონკრეტულად შარშან და შარშანწინ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვაზიანის სამხედრო ბაზას, მაგრამ ხომ გახსოვთ, კობახიძის და ღარიბაშვილის პირდაპირი შეტევა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ეს ის დაგროვილი სიძულვილია რუსეთის მხრიდან, რომელსაც ყველაფერი ქართული სძულს, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.
ოლიგარქის პარტია 2008 წლის ომის გამოძიებას ხელახლა იწყებს. აგვისტოს ომის მონაწილე გმირები პირდაპირ ამბობენ, რომ რეჟიმი მათ შეურაცხყოფას აყენებს და რუსეთის დავალებას ასრულებს.
მიზანი ოპოზიციისთვისაც თვალსაჩინოა: რუსეთს ჰააგის სასამართლოს განაჩენის გადახედვა უნდა და ამას ივანიშვილის მარიონეტების დახმარებით აგვარებს.
წულუკიანის ისტორიის გაკვეთილების შემდეგ ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი ადანაშაულებს საქართველოს გენოციდის მოწყობაში და ქართველების დასჯას ითხოვს.