"მორალურად გახრწნილი რეჟიმის სანახაობა" - ყოფილი ძალოვანები წულუკიანის კომისიაზე

31.03.25 11:57
"მორალურად გახრწნილი რეჟიმის სანახაობა" - ყოფილი ძალოვანები წულუკიანის კომისიაზე

"სახეზე გვაქვს ქვეყნის ღალატი", - ასე აფასებენ ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები აგვისტოს ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის გამოძიებას. საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე პირდაპირ ამბობს, რომ ის, რაც ოლიგარქის კომისიის სხდომაზე ხდება, "მორალურად განადგურებული რეჟიმის გახრწნილი სანაოხაბაა". ყოფილი ძალოვანის თქმით, ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ოცნება" დასრულდა. 

დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ქვეყნის ღალატი, მორალურად განადგურებული რეჟიმის გახრწნილი სანახაობა. მათ უკვე აღარაფერი შეუძლიათ, ისინი დამთავრდნენ. ისინი, როგორც საქართველოს ხელისუფლება, დამთავრდნენ. ისინი გამოაშკარავდნენ როგორც რუსული წარმომადგენლობა საქართველოში და ამ წარმოდგენას საერთოდ არაფერი აკავშირებს სამართალთან და სიმართლის აღდგენასთან, - ამბობს საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე.

გენერალ მაიორი გია ყარყარაშვილი მიიჩნევს,რ ომ წულუკიანის კომისია არა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების მოსმენით, არამედ 2004-2008 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობის შესწავლით უნდა დაკავდეს. მისი თქმით, კომისიის ყველა არასწორი და არაფრისმთქმელი კითხვა აზიანებს როგორც თავდა "ოცნების" რეპუტაციას, არამედ სამხედრო მუნდირის ღირსებასაც. 

ომის შემსწავლელი კომისია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების მოსმენითა და საზოგადოებაში გავრცელებული ჭორ-მართალზე პასუხებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ 2004-2008 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების შესწავლით, რომლის ძირითად ამოცანას წინააღმდეგობების და მოსალოდნელი საფრთხეების დროულად განეიტრალება და მათგან სამხედრო ძალით თავდაცვა წარმოადგენს. სწორედ წინააღმდეგობების დაძლევის უნარით ფასდება ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოები.

იმისთვის, რომ ომის შემსწავლელი კომისიები სანახაობად არ გადაიქცეს, აუცილებელია, წინასწარ განისაზღვროს მოწვეული რესპოდენტების სია და მომზადდეს კვალიფიციური კითხვების ნუსხა.

ყველა არასწორი და არაფრისმთქმელი კითხვა, ისევე, როგორც სხდომებზე დაბარებული არაკომპეტენტური რესპოდენტების არაკვალიფიციური პასუხები, აზიანებს როგორც თავდა კომისიის იდეას, ისე სამხედრო მუნდირის ღირსებას და ჩრდილს აყენებს სამშობლოსთვის თავგანწირულ მეომართა მარადიულ ხსოვნას, - ამბობს გენერალ მაიორი გია ყარყარაშვილი. 
 

ოლიგარქის პარტია 2008 წლის ომის გამოძიებას ხელახლა იწყებს. აგვისტოს ომის მონაწილე გმირები პირდაპირ ამბობენ, რომ რეჟიმი მათ შეურაცხყოფას აყენებს და რუსეთის დავალებას ასრულებს. 

მიზანი ოპოზიციისთვისაც თვალსაჩინოა: რუსეთს ჰააგის სასამართლოს განაჩენის გადახედვა უნდა და ამას ივანიშვილის მარიონეტების დახმარებით აგვარებს.

წულუკიანის ისტორიის გაკვეთილების შემდეგ ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი ადანაშაულებს საქართველოს გენოციდის მოწყობაში და  ქართველების დასჯას ითხოვს.