ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ემზარ კვიციანს მოუსმენენ-ის პარლამენტში უკვე მივიდა
ომის გმირების ოჯახების და ომის მონაწილეების უმწვავესი გამოხმაურებების მიუხედავად, წულუკიანის ე.წ კომისია არ ჩერდება.
პარლამენტში ხუთი ადამიანია დაბარებული-მათ შორის გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი, რომლებიც სხდომაზე მისვლას არ აპირებენ.
პირველი, ვისაც დღეს “ოცნების“ წევრები მოუსმენენ ემზარ კვიციანი იქნება. ის ჩვენების მისაცემად უკვე მივიდა.
კვიციანი “პირველების“ ჟურნალისტს უმტკიცებდა, რომ “ომი საქართველოში რუსეთმა, სააკაშვილის ხელით დაიწყო.“
“ომი დაიწყო რუსეთმა, თავისი აგენტი სააკაშვილის ხელით და აი, ამას ვეტყვი წულუკიანს“, -თქვა მან და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკანა კარიდან შევიდა.
“ოცნება“ ემზარ კვიციანის როლს კომისიის მუშაობაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის 2006 წლის მოვლენების ეპიცენტრში იყო, ეს კი შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს ომთან.
რაც შეეხება ემზარ კვიციანს, თქვენ იცით, რომ მათ შორის 2006 წლის მოვლენების ეპიცენტრში იყო და ეს შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს ომის მოვლენებთან, როდესაც კოდორის ხეობა, პირდაპირ ჩააბარეს ოკუპანტს“, - ამბობს მაჭარაშვილი.
ამასთან “ოცნების“ დეპუტატი კვლავ იმუქრება და პოლიტიკური ველიდან “ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობას აანონსებს.
ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქვია “ნაცმოძრაობა“, აუცილებლად უნდა ჩამოცილდეს ქართულ პოლიტიკას. საზოგადოებამ ისიც იხილა, რომ არათუ რაიმე ტიპის სინანული აქვს, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მაშინდელ პროცესებზე, რამაც სამწუხაროდ, ასეთ შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა, არამედ უფრო რადიკალები ხდებიან, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც აირჩია მოსახლოების უმრავლესობამ, როგორმე, უკანონოდ, მათი პატრონების დახმარებით ჩამოაგდონ. ამ კომისიის მიზანი აუცილებლად შესრულდება და დასკვნა იქნება ისეთი, სადაც ეჭვის ნატამალი აღარ იარსებებს, რომ ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი ანასხლეტებით, აღარ უნდა არსებობდეს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
წინა ხელისუფლების, დროებით შემსწავლელი ე.წ. კომისია ცოტა ხნის წინ დაიწყო.