კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ - ინტერვიუები მომხსენებლებთან
კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ - ადგილობრივმა და რეგიონული მმართველობის კონგრესმა, კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატიული ვითარება დრამატულად არის გაუარესებული. რეზოლუციაში მოწოდებულია პოლიტპატიმრების და მათ შორის განსაკუთრებით მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
იმის გამო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადება კონსტიტუციით შეუძლებელია, რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც უზრუნველყოფს და გარანტი იქნება თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება.
"ევროსკოპი " ძირითად გზავნილებზე საქართველოზე მომხსენებლებს ესაუბრა.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, ნდობის ნაკლებობაა, ნდობის ნაკლებობა ინსტიტუტების მიმართ, რაც ვრცელდება და ქვეყნის რული პოლარიზაციით სრულდება. რისკი ის არის, რომ ეს ვითარება ძალიან სწრაფად უარესდება. როდესაც ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება აუცილებელია, რაღაც გაკეთეს ამ პრობლემის გადასაჭრელად. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. ასევე მმართველი ძალის მხრიდან უნდა იყოს სერიოზული მცდელობა დიალოგისთვის ოპოზიციის ჩართვისთვის და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, რომელიც უკვე ზედმეტად დიდი ხანია დაკავებულები არიან. ეს ნაბიჯები აუცილებელია, იმის საჩვენებლად, რომ არსებობს ნამდვილი განზრახვა ამ პრობლემის გამოსასწორებლად", - ამბობს "ევროსკოპის" რესპოდენტი.
რომ ვიყო სრულიად გულწრფელი, როგორც ერთ-ერთი მომხსენებელი. ჩვენ, მცირე ჯგუფმა ვიფიქრეთ და ვთქვით, რომ წესით ადგილობრივი არჩევანი უნდა გადადებულიყო, რადგან ნახევარი ლის განმავლობაში შესაძლებელია შესაბამისი გარემოს შექმნა. დიალოგი საერთოდ არ არსებობს. დაძაბულობა, ძალადობის ჩათვლით ძალიან მაღალია, მაგრამ გავიგეთ, რომ კონსტიტუციის ჩათვლით არჩევების გადაება შეუძლებელია. ამიტომ ხელისუფლებამ უზარმაზარი ძალისხმევა უნდა გასწიოს დიალოგის აღსადგენად. ჩვენ ამ საკითხზე გავმართეთ დისკუსია, რა თქმა უნდა, მეორე მხარისგანაც გვემის, რომ დიალოგი არ არსებობს ოპოზიციის მხარიდან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ ვინ უნდა გაგადგას პირველი ნაბიჯი, როგორც ეს ძალაუფლების მქონე მხარეზეა, რომ პირველი ნაბიჯი გაგადგას", - აღნიშნავს საქართველოს შესახებ კიდევ ერთი მომხსენებელი.