სამთავრობო კვარტალში საპოლიციო ძალების მობილიზებაა (ფოტო/ვიდეო)
სამთავრობო კვარტალში საპოლიციო ძალების მობილიზებაა - კადრები "პირველებმა" კანცელარიასთან გადაიღო.
"ტვ პირველის" ჟურნაისტის ცნობით, კანცელარიის ეზოში მინიმუმ 10-ზე მეტი მიკროავტობუსი შეიყვანეს, სადაც დიდი ალბათობით, გდდ-ის თანამშრომლები არიან მოთავსებული.
კანცელარიის გარე პერიმეტრზე მდებარე საპარკინგე სივრცეშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილებია გაჩერებული.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ კი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. ადგილზე სცენის მონტაჟი თითქმის დასრულდა.
აქცია „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.