სააკაშვილი წულუკიანის კომისიას - სჯობს პირდაპირ დაკითხოთ "ეფ-ეს-ბე"-ს თავმჯდომარე და მედვედევი

31.03.25 18:53
სააკაშვილი წულუკიანის კომისიას - სჯობს პირდაპირ დაკითხოთ "ეფ-ეს-ბე"-ს თავმჯდომარე და მედვედევი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წულუკიანის კომისიის მუშაობას ეხმაურება. ექსპრეზიდენტი ემზარ კვიციანზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი სისტემატურად აშანტაჟებდა საქართველოს ხელისუფლებას.

„ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, ემზარ კვიციანი არის ადამიანი რომელიც სისტემატურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

შემდეგ მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში, მოგვიანებით კი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.