ივანიშვილს 9 მაისის აღლუმზე წარმომადგენელი ეყოლება - კიდევ ვინ მიდის მოსკოვში?

31.03.25 20:45
ივანიშვილს 9 მაისის აღლუმზე წარმომადგენელი ეყოლება - კიდევ ვინ მიდის  მოსკოვში?

ბიძინა ივანიშვილს მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე მისი წარმომადგენელი ეყოლება - ოთარ ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელმაც შვილიშვილი ბერა ივანიშვილს მოანათვლინა.

ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრმა, მამუკა ფიფიამ "პირველებს" დაუდასტურა, რომ ყოგილი პროკურორი წითელ მოედანზე მეუღლესთან ერთად მივა.  

ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების გამო, შტატებმა დაადგინა, რომ ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების აგენტია. 9 მაისის აღლუმზე კრემლმა დაპატიჟა, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტიის ლიდერი, მამუკა ფიფია და ლევან ვასაძე. მოსკოვი ახლა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაპატიჟებით  საქართველო წარმოაჩინოს როგორც, რუსული ბანაკის ქვეყანა. 

ახლა ჩნდება კითხვა, საქართველოს მმართველი რეჟიმის სახელით ვინ ჩავა მოსკოვში. პირდაპირ კითხვას ქართული ოცნება არ პასუხობს. ივანიშვილი პარტია არ ამბობს, რომ საქართველოს სახელით არც ერთი პირი არ ჩავა მოსკოვში და ეს არის ქვეყნის ოფიციალური პოზიცია. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ოცნების" მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა მიწვევა მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არც უარყო და არც დაადასტურა ეს ცნობა და გამოცემა "სოვა" კითხვების დასმის შემდეგ თავად მიხეილ ყაველაშვილთან გადაამისამართა. ყაველაშვილის პრესსამსახურში უარყოფენ მიწვევას მიღებასაც და მოსკოვში ვიზიტსაც. 

ვინ მიდის 9 მაისს მოსკოვში? - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით