პრეზიდენტის მიმართვა სინდისის პატიმრებს
პრეზიდენტი რეჟიმის ტყვეებს მიმართავს - სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" ამბობს, რომ ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე პოლიტიკური ტყვეების საკითხს აყენებს.
ზურაბიშვილი ელოდება, რომ "ქართული ოცნება" ვაჭრობაზე გადავა:
თუ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ვუყურებთ ესენი არ მოეშვებიან თუ არ იქნება ზეწოლა გარედან, თუ არ იქნება არჩევნები. არჩევნებით ჩვენ ყველას გამოვიყვანთ მეორე დღეს. ამიტომ ვახსენე დღესაც, ქართული ქარტია, რომელიც პირველ პუნქტად მოიცავს, რომ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები და უნდა გაუქმდეს ყველა ეს რუსული კანონები. იმიტომ რომ აღარ ვართ ერთი რუსულ კანონში, კორიანტელია რუსული კანონების.
მათ ვეტყვი, რომ უცხოეთში მე არსად არ დავდივარ და არავის არ ვხდები ისე, რომ არ ვახსენო მათი სასტიკი მდგომარეობა თუ რა პირობებში არიან და ამ ბოლო დღეებში ეს დამატებითი დეტალები კიდევ გავიგეთ ამის შესახებ და ის რომ არ შეიძლება იყოს გამოტანილი განაჩენი. ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი, რომელიც ვართ ყველანი ერთად, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.