სალომე ზურაბიშვილი: არ გამოვრიცხავ, არჩევნები გადმოგვიგდონ, მზად უნდა ვიყოთ ხმების დასაცავად

31.03.25 23:36
სალომე ზურაბიშვილი: არ გამოვრიცხავ, არჩევნები გადმოგვიგდონ, მზად უნდა ვიყოთ ხმების დასაცავად

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პროევროპულ ოპოზიციას საერთო ტაქტიკის შემუშავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახალი არჩევნები მოულოდნელად დანიშნოს და  "ქართული ოცნების" ოპონენტები ხმების დაცვას მომზადებული უნდა შეხვდნენ. 

არ გამოვრიცხავ, რომ გადმოგვიგდონ არჩევნები. მე მგონია, რომ ემზადებიან ერთგვარად არჩევნებისთვის... ძალიან ბევრი კუთხით, მათთვის სასურველი ველის და ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ერთიანად ხმების დასაცავად.

შეიძლება არ მივიდეთ იქამდე, რომ ერთი პარტია, თუმცა ვნახოთ, როგორ იქნება ის მომენტი და რას მოითხოვს, მაგრამ ერთობლივად ხმების დაცვა. აუცილებელია

მთელი ჯარი, ეს ადამიანები, რომელიც 4 თევა, ქუჩში  დგას ქუჩში და ყველაფერს რომ გაუძლეს და არ აკლიათ არც გამბედაობა, არც გამძლეობა ეს ადამიანები არიან განსაკუთრებული ხმების დამცველები.

წინა არჩევნებზე არ იყო ეს ჯარი შექმნილი. იმ არჩევნებში ჩვენ სხვა რამეზე ვფიქრობდით. მაშინ მე მეგონა, რომ მობილიზაცია საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვემარჯვა, დიასპორის ჩართულობა იყო. მე თვითონ ვამბობდი ამას, იმდენი ის არის, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვიცოდით, რომ გავიმარჯვებთო ომში არ შევსულვართ, ახლა ომში უნდა შევიდეთ ", - ამბობს ზურაბიშვილი.