მინდა, ქართულ ჯარს ბოდიში მოვუხადო- სალომე ზურაბიშვილი
"ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჯარს ბოდიშს უხდის. როგორც სალომე ზურაბიშვილმა "რეაქციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გენერალიტეტს მიზანმიმართულად ებრძვის, რადგან მას ვერ იმორჩილებს.
ბოდიში მინდა მოვუხადო ქართულ ჯარს, იმიტომ რომ ქართული ჯარია ის, რაზეც დგას, იდგა და იდგება ეს ქვეყანა. იმისთვის, რაც მოუვიდათ ამ დღეებში", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა თეა წულუკიანს შეახსენა, როგორ უნდა უნდა ექცეოდნენ ნებისმიერ ქვეყანაში ჯარისკეცებსა და გენერლებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ.
პრეზიდენტი გაბრაზებას ვერ მალავს, რომ კომისიამ, 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხების კვლევისას, გენერლებს პასუხი მოსთხოვეს.
ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ინტერვიუმდე სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, სიტყვით გამოსვლის დროსაც გააკრიტიკა და ფაქტს "საზიზღრობა" უწოდა.
ზურაბიშვილმა თეა წულუკიანს, - რომელიც კომისიის თავმჯდომარეა,„პროკურორი თეა ვიშინსკი“ უწოდა (ანდრეი ვიშინსკი 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში განხორციელებული რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო).