73 წლის ვარ და მათ გამო მე შემრცხვა - ზურაბიშვილი

31.03.25 23:56
73 წლის ვარ და მათ გამო მე შემრცხვა - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, 73 წლის განმავლობაში მას პირველად შერცხვა იმ ადამიანების გამო, რომლებიც "დროას" ლიდერს დასცინოდნენ, მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები, რომ ხოშტარია იზოლატორში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 

ძალიან შემრცხვა, როდესაც წავიკითხე ქალების რეაქციები (ელენე ხოშტარიაზე) და დაცინვა. იყვნენ სხვები, რომელიც ამას აზიარებდნენ (სოციალურ ქსელში).

პირველად შემტცხვა ჩემს ცხოვრებაში, 73 წლის ვარ.  შემრცხვა იმ ქალების გამო", - ამბობ სალომე ზურაბიშვილი.