ქართველების თავისუფლებისადმი ერთგულება ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა - უილსონი

01.04.25 10:19
ქართველების თავისუფლებისადმი ერთგულება ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა - უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთვის 31 მარტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ როდესაც ქართველები 125 დღეა არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან, მათი თავისუფლებისადმი ერთგულება ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. 

1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა დამაჯერებლად აირჩია სსრკ-ს ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა. როდესაც ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, მათი ერთგულება თავისუფლებისადმი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი, - წერს აშშ-ის კონგრესმენი, ჯო უილსონი.