ივანიშვილის რუსული კავშირები და კორუფციული სკანდალი - Byline Times-ი სტატიას აქვეყნებს
ბრიტანული გამოცემა "BYLINE TIMES" ივანიშვილის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის მოსკოვთან კავშირებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოძიება წერს, რომ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარა ქარიმოვა რუსეთის უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების პროვაიდერისგან "MTS"-გან უზბეკეთის ბაზარზე წვდომის სანაცვლოდ ასეობით მლნ დოლარის ქრთამს იღებდა.
სტატისს მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ფაქტმა კომპანიას იმდენად დიდი ზიანი მიაყენა, რომ ინვესტორებმა "MTS"-ს უჩივლეს, ერთ-ერთი ინვესტორი კი Hunnewell Partners იყო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ირაკლი რუხაძეა.
Hunnewell Partners-მა ირაკლი რუხაძის სახელით სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და თქვა, რომ სკანდალის გამო მან დიდი ფინანსური ზარალი ნახა. Byline Times-მა დაადგინა, რომ ლონდონური კომპანია, ფაქტობრივად, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირის, რომან აბრამოვიჩის ინტერსებს წარმოადგენდა და მისი სახელით მოქმედებდა.
ვრცელს სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუხაძის Hunnewell Partners-ის მფლობელობაში მყოფი ტელეკომპანია "იმედი" ხელისუფლების პროპაგანდის მთავარი იარაღია, რის გამოც რუხაძის და მისი ბრიტანული კომპანიის სანქცირებაზე მუშაობა ბრიტანეთმა დაიწყო.
ბრიტანელი დეპუტატები, მათ შორის ლეიბორისტი ბლერ მაკდუგალი, მიიჩნევენ, რომ გაერთიანებულ სამეფოს ეროვნული დანაშაულის სააგენტომ (NCA) უნდა დაიწყოს გამოძიება Hunnewell Partners-ის საქმიანობასა და საქართველოს დემოკრატიული პროცესების დაშლის საკითხზე.
კრიტიკოსები რეგულარულად ადანაშაულებენ ჰანველის საქართველოს უდიდეს სატელევიზიო ქსელზე მისი კონტროლის გამოყენებაში სახელმწიფო პროპაგანდის გასაძლიერებლად, რაც არა მხოლოდ ამართლებს „ქართული ოცნების“ მასიურად არაპოპულარულ პრორურულ რიტორიკას და ტრაექტორიას, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავსხმების ლეგიტიმაციას, თუნდაც მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას. ჰანველის მხარდაჭერამ საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლების მიმართ, ახლა ის მზარდი მოწოდებების სამიზნედ გახადა, რომ რუხაძეც და ტელეკომპანია „იმედიც“, ისევე, როგორც ივანიშვილი და მისი მთავრობის წევრებიც, საერთაშორისო სანქციების სამიზნე იყვნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ადამიანის უფლებათა კრიზისშ მათი სავარაუდო როლის გამო, - ნათქვამია სტატიაში.