მამუკა ხაზარაძე ბრალის წარსადგენად პროკურატურაშია დაბარებული - ირაკლი კუპრაძე

01.04.25 12:09
მამუკა ხაზარაძე ბრალის წარსადგენად პროკურატურაშია დაბარებული - ირაკლი კუპრაძე

პოლიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი ბრალის წარსადგენად პროკურატურაშია დაბარებული - ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე უწყებაში 14:00 საათზე დაიბარეს.

პროკურატურამდე, ხაზარაძე სასამართლოში უნდა მივიდეს.

მისივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძე სასამართლოშიც და პროკურატურაშიც მისვლას აპირებს.

ივანიშვილი აგრძელებს მისი მთავარი ოპონენტების დევნას!
13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად.
14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში ბრალის წარსადგენად.
ორივეგან ვიქნებით! არცერთი ნაბიჯი უკან!"- წერს კუპრაძე. 

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერის გასამართლებას "ოცნება"  ივანიშვილის პარლამენტში შექმნილ კომისიაზე არ მისვლის გამო  იწყებს.