ვივამედი ელისაშვილის პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის სამართალდამრღვევად ცნეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა "ვივამედი" კლინიკის დირექტორის ნინო ნადირაძის მიერ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო.
ამასთან, ნინო ნადირაძეს დაავალეს, პოსტი, რომელშიც ელისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს და მისი რენტგენის ფოტოს აქვეყნებს.
- 10 იანვარს ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ძლიერი ალეკო ელისაშვილის სამედიცინო ინფორმაცია საჯაროდ განიხილა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც დართული იყო ელისაშვილის რენტგენის სურათიც.
"არადა, ხომ გახსოვთ ეს ნინო ნადირაძე როგორ ირწმუნებოდა, არანაირ ეთიკის წესებს მე არ ვარღვევო და თან ჩემი რენტგენის ფოტო (პაციენტის პირადი ინფორმაცია) ფეისბუქზე გამოდო.
ასეთი უცნაური კლინიკაა, არც დიაგნოზს გისვამენ სწორად და თქვენს პერსონალურ მონაცემებსაც სად გამოდებენ, კაცმა არ იცის.
მოკლედ, არ გაეკაროთ და არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ამ სამართალდამრღვევებს". - წერს ელისაშვილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილება ელისაშვილის საჩივრის საფუძველზე მიიღო.