"ბათუმელმა მედროშემ" მეორედ დაიწყო შიმშილობა
"ბათუმელმა მედროშემ”, თემურ ქათამაძემ მეორედ დაიწყო შიმშილობა. მისი თქმით, სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცახადებს დაკავებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს.
"ანწუხელიძე უკვდავია და მარადიულია"- აღნიშნულია წერილში.
მე, „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ და ვუძღვნი თურქეთის ეთნიკური ქართველების, „ჩვენებურების“ „ბელადს“, ახმედ მელაშვილს.
რა თქმა უნდა, ბრძოლის ეს ფორმა ჩემთვის უკვე სიმბოლურია, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე.
ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას გიორგი ჩიკვაიძეს.
ჩემგან განსაკუთრებული მოკითხვა „ავტოფაგიის ოსტატს“, აფგან მუხთარლის.
სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე.
ანწუხელიძე უკვდავია და მარადიულია.
„არასდროს, არასდროს არ დანებდე!“"- აღნიშნავს "ბათუმელი მედროშე".
თემურ ქათამაძე 48-დღის განმავლობაში შიმშილობდა, მან შიმშილობა 5 მარტს შეწყვიტა.