ელისაშვილი: პოლიტიკური დევნა არ განმიხორციელებია, კაციშვილმა არ იცის ვინაა ალი ბაბაევი

01.04.25 14:07
ელისაშვილი: პოლიტიკური დევნა არ განმიხორციელებია, კაციშვილმა არ იცის ვინაა ალი ბაბაევი

საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს, თურმე, ოპოზიციის წარმომადგენელი დავდევდი ქუჩაში „ქართული ოცნების" წარმომადგენელს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას კითხვაზე ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ, ელისაშვილმა თქვა, რომ "არასწორი მუხლია და თავს დამნაშავედ არ სცნობს".

"თავიდან ბოლომდე ბოდვაა, არანაირი პოლიტიკური დევნა არ განმიხორციელებია, კაციშვილმა არ იცის ვინაა ალი ბაბაევი. მისი პოლიტიკური წარსულის შესახებ არ მსმენია" - თქვა მან. 

პოლიტიკოსმა თქვა, რომ ბაბაევი თავად მოსდევდა რკინის ჯოხით:

არასწორი კვალიფიკაციაა, იქით მომდევდა რკინის ჯოხით. რა თქმა უნდა, „მამა აბრაამის ბატკანი“ არ ვარ, არც მისი ცემა არ მინდოდა, სახელს არ შემმატებდა მისი ცემა, ჩემთვის მოვდივარ და მაგინებს. ალი ბაბევი და მისი მეგობარი, ვიღაც ირანელი შუა კოსტავაზე მაგინებენ, მე თავი უნდა დამეხარა? მე ასე არ მოვიქეცი. მისი ცემა არ მინდოდა, სანამ რკინის ჯოხით არ გამომეკიდა და კინაღამ თავი გამიტეხა. სასაცილოა, რაზეც ახლა ვმსჯელობთ. თურმე, მე პოლიტიკურად გავუსწორდი ადამიანს, კაცმა რომ არ იცის დედამიწაზე მისი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, თვითონაც არ ახსოვდა, ალბათ, მერე უთხრეს „ქართულ ოცნებაში“,- განაცხადა ელისაშვილმა.

 

სასამართლო პროცესზე ელისაშვილმა ერთი წლის წინ, კანცელარიასთან პოლიციელების მხროდან მასზე განხორციელებულ სასტიკ ძალადობაზე ისაუბრა. 

 ელისაშვილის განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით არც ერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ და არც გამოუკითხავთ.