გივი თარგამაძე წულუკიანის კომისიაზე დაიბარეს - ის სხდომაზე მისვლას არ აპირებს

01.04.25 14:25
გივი თარგამაძე წულუკიანის კომისიაზე დაიბარეს - ის სხდომაზე მისვლას არ აპირებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის კომისიაზე გივი თარგამაძე დაიბარეს - ის 2008-12 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

გივი თარგაძაძე "ქართული ოცნების" პარლამენტში მისვლას არ აპირებს:

თარგამაძე სოციალურ ქსელში კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის ხელმოწერილ წერილს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ივანიშვილის დეპუტატებს კითხვები 2004-12 წლებში საქართველოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აქვთ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 3 აპრილს, 11 საათზეა დაბარებული პარლამენტში.

„ეს კომისია რომ შექმენით, მაშინვე დავწერე, ჩემდა თავად მანდ მიმსვლელის დედაცო. ეხლა დილაადრიან ფოსტას რომ მოსაწვევი მოატანინეთ, რა იფიქრეთ, საკუთარ დედას პატივს აღარ სცემსო?“ - წერს თარგამაძე ფეისბუკზე.