"ოცნების" პარლამენტმა მედიის შემზღუდავი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
"ოცნების" პარლამენტმა მედიის შემზღუდავი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
"ქართულმა ოცნებამ" 24 თებერვალს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ორი ცვლილების პაკეტი წარადგინა. პირველი პაკეტი მიზნად კრიტიკული მედიის საერთაშორისო დაფინანსების შეზღუდვას ისახავს, მეორე კი კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას აფართოებს.
ივანიშვილის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ე.წ. ბრიტანულ მოდელს ნერგავს, რომელიც მათი თქმით, "ობიექტურ ინფორმირებას უზრუნველყოფს".