ივანიშვილის პარლამენტში ე.წ. FARA-ს კანონპროექტი საბოლოო მოსმენით დამტკიცდა
ივანიშვილის პარლამენტში ე.წ. FARA-ს კანონპროექტი საბოლოო მოსმენით დამტკიცდა.
"ქართული ოცნება" ერთი და იგივე კანონს, უკვე მესამედ იღებს. პარლამენტმა რუსული კანონი, ჯერ მიიღო, შემდეგ გაიწვია, შემდეგ ისევ შემოაბრუნა და თავიდან დაამტკიცა. ახლა იგივე კანონს, ამერიკული ფარა დაერქვა.
დამტკიცდა "სისხლის სამართლის კოდექსში" შეტანილი ცვლილებებიც, რომლებიც კანონის აღსრულების მექანიზმებს განსაზღვრავს.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით მიღებულ კანონში განმარტებულია უცხოური პრინციპალის აგენტის ცნება და მისი ვალდებულებები. დოკუმენტში გაწერილია ის მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
კენჭისყრისას პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ "ამერიკული სტანდარტისა და ზუსტი ასლის კანონი მიიღეს.
კენჭისყრაზე საბოლოოდ მიიღეს:
- "ფარას ქართული თარმანი";
- მედიის შემზღუდავი ორი ცვლილება;
- სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის ჩამატების ცვლილება;
- კანონმდებლობიდან ტერმინ „გენდერის“ ამოღების პაკეტი;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში ცვლილება, რომლითაც საჯარო მოსამსახურეებს და მოსამართლეებს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ხელმძღვანელის ნებართვა სჭირდებათ;
- ასევე მიიღეს საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან NGO-ების ამორიცხვის პაკეტი, რომელიც მოიცავს ცესკოს წევრებისა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის წესის ცვლილებას;
- სამი მოსმენით მიიღეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოიცავს თეატრების ხელმძღვანელობის ორსაფეხურიანი მოდელის გაუქმებასაც.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ქართულ არასამთავრობოებს, მედიას, ბიზნესს და ცალკეულ ადამიანებს არ უნდა შეეხოს. მათი თქმით, თუ კანონი ნამდვილად ამერიკულის ანალოგია, მაგალითად, ის არ შეეხება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", რადგან ამ ორგანიზაციის ამერიკული ფილიალი ამერიკულ ფარაში არ არის რეგისტრირებული.