ჩემი სრული მხარდაჭერა მამუკა ხაზარაძეს! არ უნდა გავატანოთ ამ სვავებს! - გვარამია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ოპოზიციონერ ლიდერს მამუკა ხარაზაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. საქმე ეხება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერისთვის რბალის წარდგენას.
გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ხაზარაძის სახით მერე კიდევ ერთი პოლიტპატიმარი კი არ უნდა იტირონ, არამედ "სვავებს არ უნდა გაატანონ".
ჩემი სრული მხარდაჭერა მამუკა ხაზარაძეს!
პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის საფუძველზე თუ მამუკას დაპატიმრება გადაწყვიტეს, მერე კი არ უნდა ვიტიროთ კიდევ ერთ პოლიტპატიმარზე, არამედ არ უნდა გავატანოთ ამ სვავებს!, - წერს ნიკა გვარამია.
-
საქართველოს პროკურატურამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რომელიც წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას შეეხება.
-
ბრალდება ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.