დღეს ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს-სალომე ზურაბიშვილი

01.04.25 18:36
დღეს ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღეს ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს“.

მისი თქმით, პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობს და “ქართულ ოცნებას” ყველა გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო.

ის ქართულ პოლიტიკაში არაფორმალურად იყო ჩართული თავდაპირველად. ზოგჯერ პირდაპირ მოქმედებდა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ ამბობს, რომ უკან იხევს და არასდროს დაბრუნდება, შემდეგ ისევ ბრუნდება პოლიტიკაში. დღეს ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს. აშკარაა, რომ არის ერთი კაცი და ერთი გადაწყვეტილება. რადგან, პარლამენტის 90-ივე წევრი, რომელიც ამ მონოპოლისტურ პარლამენტში სხედან, ასევე მინისტრები , პარტიის სპიკერები, ყველა ერთნაირი მესიჯბოქსით საუბრობს. ერთი განსხვავებული განცხადებაც კი არ გვესმის არცერთ საკითხზე.  ერთადერთი, ვინც რაიმეს წყვეტს, მხოლოდ ბატონი ივანიშვილია,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები