პატიმრობა თუ ჯარიმა? - მამუკა ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
"ძლიერი საქართველოს" ლიდერს დღეს ბრალი წულუკიანის საჩივრის საფუძველზე ოფიცილურიად წაყენეს. ხაზარაძის სამაგალითო დასჯა დამოურჩილებლობს გამო გადაწყდა. ხაზარაძის თქმით, რეჟიმი ვერ პატიობს, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი "ოცნების" პარლამენტს და წულუკიანს კომისიას არ აღიარებს.
ციხე თუ ჯარიმა?! რას უმზადებს "ოცნების" რეჟიმი მამუკა ხაზარაძეს. ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს. ამ დრომდე უცნობია რა მოთხოვნით შედის გიორგი გაბიტაშვილის პროკურატურა ლევან მურისიძის სასამართლოში. ითხოვს ხაზარაძის წინასწარ პატიმრობაში გაშვებას, თუ გირაოს.
რას ემსახურება პროკურატურის მიერ "ძლიერი საქართველოს" ლიდერის წინააღმდეგ დაწყებული დევნა? "ძლიერ საქართველოში" დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნების" გეგმაა, პოლიტიკური ველის მოსუფთავება და ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის განეიტრალება, ვინც "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაზე არ წავიდა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.